თბილისის ქუჩების ნაწილს, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ელექტროენერგია

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, III, IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), წყაროთუბნის, ლეო კერესელიძის, მწვანე და ნიკო კეცხოველის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.