1754035618
პოლონური ავიაკომპანია LOT-ის ახალი სავარძლები თვითმფრინავის წონას შეამცირებს და საწვავს დაზოგავს

პოლონეთის უმსხვილესი ავიაკომპანია, LOT თავის ახალ Boeing 737 MAX8-სა და Airbus A220-ის თვითმფრინავებზე სავარძლებს მთლიანად ცვლის. პირველი განახლებული თვითმფრინავი წლის ბოლოს გამოჩნდება. ინფორმაციას Avia News ავრცელებს.
კერძოდ, ავიაკომპანიამ 14 000 თხელი სამგზავრო სავარძელი შეუკვეთა, რომლებიც გერმანული კომპანია Recaro-ს მიერ არის შემუშავებული. ეს კომპანია ცნობილია თავისი კომფორტული გადაწყვეტილებებით, ხოლო LOT-ში აცხადებენ, რომ ახალი გადაწყვეტა ლოგისტიკურ ხარჯს შეამცირებს.
თითოეული სავარძელი აღჭურვილია 60-ვატიანი USB Type-C კონექტორით, რომლითაც როგორც სმარტფონების, ასევე, ლეპტოპების დატენვა არის შესაძელბელი. დასაკეცი მაგიდის გარდა, სავარძლებს აქვთ ცალკე თარო, რომელზეც სასმელის დადება და სმარტფონის ან პლანშეტის მიმაგრება არის შესაძლებელი. ამასთან, თითოეულ სამგზავრო სავარძელს რეგულირებადი საყრდენი-ბალიში აქვს, რაც კისრისა და თავისთვის დამატებით საყრდენს უზრუნველყოფს.
იმის გათვალისწინებით, რომ სავარძლები 10 კილოგრამზე ნაკლებს იწონის, ეს გადაწყვეტა თვითმფრინავის საერთო წონას შეამცირებს და საბოლოოდ საწვავის დაზოგვას შეუწყობს ხელს. ამასთან, სავარძლების დიზაინი მათ ტექნიკურ მომსახურებას ამარტივებს და ამ ხარჯსაც ამცირებს.
1754202360
მსოფლიოს უმდიდრესი სამეფო ოჯახის წარმომადგენლები - ვინ რამდენ მილიარდს ფლობსსამეფო ოჯახი განუყოფლად არის დაკავშირებული უზარმაზარ სიმდიდრესთან. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მონარქები პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს შორის არიან, სინამდვილეში, ზოგიერთი მათგანი არც თუ ისე მდიდარია.მაგალითად, ზოგიერთი ნაკლებად ცნობილი სამეფო ოჯახის წარმომადგენლის ქონება ბევრად აჭარბებს მეფე ჩარლზ III-ის სიმდიდრეს, რომლის პირადი ქონებაც The Sunday Times Rich List 2025-ის მიხედვით 866 მილიონი აშშ დოლარად შეაფასა.წარმოგიდგენთ მსოფლიოს უმდიდრეს სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს.მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნი - წმინდა ქონება: 45 მილიარდი დოლარიტაილანდის მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნი სამეფო ოჯახის უმდიდრესი წევრი და მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა, როდესაც 2016 წელს ტახტზე ავიდა. Fox Business-ის ცნობით, მონარქის ქონება 45 მილიარდი დოლარია.იგი აკონტროლებს მილიარდობით დოლარის ღირებულების აქტივებს Crown Estates Office-ის მეშვეობით. მეფის შთამბეჭდავი პორტფელი მოიცავს ძვირფასი უძრავი ქონების უზარმაზარ ნაკვეთებს ბანგკოკის ცენტრში, დიდ წილებს რამდენიმე მსხვილ ტაილანდურ კომპანიაში და აქციებს სასტუმროების ჯგუფ Kempinski-ში.ემირი ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი - წმინდა ქონება: 30 მილიარდი დოლარიაბუ-დაბის მონარქი, რომელიც აკონტროლებდა ნავთობის უზარმაზარ მარაგებს და 2022 წლის მაისში გარდაცვალებამდე ემირატის 829 მილიარდი დოლარის ღირებულების სუვერენულ სიმდიდრის ფონდს მართავდა, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა.მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი - წმინდა ქონება: 20 მილიარდი დოლარისაუდის არაბეთის სამეფო ოჯახის უმდიდრესი წევრი მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი, სავარაუდოდ, 20 მილიარდ დოლარს ფლობს. ხოლო ტავად სამეფო ოჯახის ჯამური ქონება დაახლოებით, 1.4 ტრილიონი დოლარია. ალ საუდის სიმდიდრე ქვეყნის ნავთობის უზარმაზარ მარაგებზეა დაფუძნებული. მეფე სალმანს, რომელიც საუდის არაბეთის ტახტზე 2015 წელს ავიდა, აქვს მდიდრული სასახლეები, 110 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერიახტა და კერძო თვითმფრინავი Boeing 747.პრინცი კარიმ ალ-ჰუსეინი, აღა ხან IV - წმინდა ქონება: 16.8 მილიარდ დოლარამდემუსლიმების 49-ე მემკვიდრეობითი იმამი, აღა ხანი 2025 წლის თებერვალში გარდაიცვალა. ის საოცრად მდიდარი იყო თავისი 15 მილიონი მიმდევრის წყალობით. პრინცი ცნობილი იყო თავისი ცხოვრების წესით, ფლობდა 258 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერიახტას, პლანეტის უდიდეს კერძო თვითმფრინავს, განსაცვიფრებელ უძრავი ქონების იმპერიასა და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ცხენების რბოლის ბიზნესს. თუმცა აღა ხანი მეგაფილანტროპი იყო. Celebrity Net Worth-ის მიხედვით, მისი ქონების შეფასებები მერყეობს 800 მილიონი დოლარიდან 16.8 მილიარდ დოლარამდე.ემირი შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი - წმინდა ქონება: 14 მილიარდი აშშ დოლარიშეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უძრავი ქონების დეველოპერია. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს დუბაის დღევანდელ გლობალურ ცენტრად გადაქცევაში. მნიშვნელოვანი შიდა ინტერესების გარდა, არაბთა გაერთიანებული საამიროების მონარქი და პრემიერ-მინისტრი ფლობს პრემიუმ კლასის უძრავი ქონების უზარმაზარ ტერიტორიებს დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.შეიხი ფლობს აქტივებს კერძო თვითმფრინავების ფლოტიდან დაწყებული - 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სუპერიახტით დამთავრებული.პრინცი ჰანს-ადამ II - წმინდა ქონება: 12.7 მილიარდი დოლარიBloomberg-ის ცნობით, ევროპის უმდიდრესი ცოცხალი სამეფო ოჯახის წევრი, ლიხტენშტეინის პრინცი ჰანს-ადამ II, მეფე ჩარლზ III-ზე ბევრად მდიდარია და მისი ამჟამინდელი ქონება 12.7 მილიარდს შეადგენს.პატარა სამთავროს უმდიდრესი მონარქი, რომლის ოჯახის ქონებაც მე-12 საუკუნით თარიღდება, მიდასის სტილის კერძო ბანკს ფლობს, რომლის აქტივებიც 352 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს მონარქის სიმდიდრის მთავარი წყაროა.პრინცის კონტროლის ქვეშ არის მისი ოჯახის მრავალი ციხე-სიმაგრე და სასახლე, ასევე რენესანსის ეპოქის ხელოვნების ნიმუშების შეუდარებელი კოლექცია.წყარო: lovemoney.com
1754139360
პოლონური ავიაკომპანია LOT-ის ახალი სავარძლები თვითმფრინავის წონას შეამცირებს და საწვავს დაზოგავსპოლონეთის უმსხვილესი ავიაკომპანია, LOT თავის ახალ Boeing 737 MAX8-სა და Airbus A220-ის თვითმფრინავებზე სავარძლებს მთლიანად ცვლის. პირველი განახლებული თვითმფრინავი წლის ბოლოს გამოჩნდება. ინფორმაციას Avia News ავრცელებს.კერძოდ, ავიაკომპანიამ 14 000 თხელი სამგზავრო სავარძელი შეუკვეთა, რომლებიც გერმანული კომპანია Recaro-ს მიერ არის შემუშავებული. ეს კომპანია ცნობილია თავისი კომფორტული გადაწყვეტილებებით, ხოლო LOT-ში აცხადებენ, რომ ახალი გადაწყვეტა ლოგისტიკურ ხარჯს შეამცირებს.თითოეული სავარძელი აღჭურვილია 60-ვატიანი USB Type-C კონექტორით, რომლითაც როგორც სმარტფონების, ასევე, ლეპტოპების დატენვა არის შესაძელბელი. დასაკეცი მაგიდის გარდა, სავარძლებს აქვთ ცალკე თარო, რომელზეც სასმელის დადება და სმარტფონის ან პლანშეტის მიმაგრება არის შესაძლებელი. ამასთან, თითოეულ სამგზავრო სავარძელს რეგულირებადი საყრდენი-ბალიში აქვს, რაც კისრისა და თავისთვის დამატებით საყრდენს უზრუნველყოფს.იმის გათვალისწინებით, რომ სავარძლები 10 კილოგრამზე ნაკლებს იწონის, ეს გადაწყვეტა თვითმფრინავის საერთო წონას შეამცირებს და საბოლოოდ საწვავის დაზოგვას შეუწყობს ხელს. ამასთან, სავარძლების დიზაინი მათ ტექნიკურ მომსახურებას ამარტივებს და ამ ხარჯსაც ამცირებს.
1754133780
6 მლნ ოჯახის უზრუნველყოფას შეძლებს დენით - შოტლანდიაში მსოფლიოში უდიდესი ქარის ელექტროსადგური აშენდებაშოტლანდიის მთავრობამ მსოფლიოში უდიდესი ოფშორული (საზღვაო) ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა გასცა. ამის შესახებ პროექტის რეალიზატორი კომპანიის SSE-ის განცხადებაში წერია, რასაც Bloomberg ავრცელებს.ქარის ელექტროსადგური, Berwick Bank, რომლის მშენებლობაც შოტლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროდან, დაახლოებით, 38 კილომეტრში იგეგმება, ელექტროენერგიით 6 მლნ ოჯახის უზრუნველყოფას შეძლებს.პროექტი, დაახლოებით, 10 წელია, მუშავდება. მთავრობის ნებართვა ბოლო მნიშვნელოვანი ნაბიჯია სახელმწიფო სუბსიდიების მისაღებად ქარის ენერგიაზე ჩანიშნული ტენდერის დაწყებამდე, რომელიც აგვისტოში დაიწყება.Berwick Bank-ის ქარის ელექტროსადგურს დიდ ბრიტანეთში 9 300 სამუშაო ადგილის შექმნის პოტენციალი აქვს, საიდანაც, დაახლოებით, 4 650 შოტლანდიაში იქნება. პროექტის მთელი პერიოდის განმავლობაში ბრიტანეთის ეკონომიკაში ინვესტიციებმა შესაძლოა, 8.3 მლრდ ფუნტი სტერლინგი შეადგინოს.კომპანიის ცნობით, „პროექტს აქვს პოტენციალი, განახლებადი ელექტროენერგიის გენერაციაში შოტლანდიის ამჟამინდელი ოპერაციული სიმძლავრე, თითქმის, 25%-ით გაზარდოს, რაც 2045 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევას ხელს შეუწყობს”.ცნობისთვის, SSE plc ტრანსნაციონალური ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი შოტლანდიის ქალაქ პერტში მდებარეობს. ის ლონდონის საფონდო ბირჟაზე არის კოტირებული და FTSE 100-ინდექსის შემადგენელი ნაწილია. SSE დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ოპერირებს.
1754129220
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი - 27 მაისიდან დღემდე ღაზაში საკვების მიღების მცდელობისას სულ მცირე 1 373 პალესტინელი დაიღუპაგაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OCHR) ცნობით, 27 მაისიდან დღემდე ღაზაში საკვების მიღების მცდელობისას სულ მცირე 1 373 პალესტინელი დაიღუპა.ორგანიზაციის ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან სულ მცირე 859 დაიღუპა ღაზას ჰუმანიტარული ფონდის (GHF) ოთხი სადისტრიბუციო ცენტრიდან ერთ-ერთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებსაც აშშ-ის კერძო დაცვის კონტრაქტორები მართავენ და ისრაელის სამხედრო ზონებში მდებარეობს.გაერო აღნიშნავს, რომ მათი უმეტესობა ისრაელის სამხედროებმა მოკლეს.გაეროს სააგენტოები განაცხადებენ, რომ ღაზაში მასობრივი შიმშილი ხელოვნურად არის გამოწვეული და პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებენ. ამავდროულად, ისრაელი ამტკიცებს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და რომ რეგიონში შიმშილობის საფრთხე არ არის.
1754115480
ბოტსვანა ბრილიანტების მწარმოებელი კომპანიის ნაციონალიზაციას გეგმავსბოტსვანას ბრილიანტების მწარმოებელი წამყვანი სამხრეთ აფრიკული კომპანიის, De Beers-ის ნაციონალიზაცია სურს.ქვეყნის მთავრობას ინდუსტრიის ლიდერის წილების იმ რაოდენობით მიღება აქვს განზრახული, რაც მას კომპანიაზე სრული კონტროლის მოპოვების საშუალებას მისცემს.ამჟამად, ბოტსვანა De Beers-ის წილების 15%-ს ფლობს და კომპანიას Debswana Anglo-სთან ერთად განაგებს.ქვეყნის წიაღისეულის მოპოვებისა და ენერგეტიკის მინისტრმა, ბოგოლო კენევენდომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ მასისს კომპანიაზე სრული კონტროლის მოპოვება გადაწყვეტილი აქვს და ამ ნაბიჯს ხელს ვერაფერი შეუშლის.თუ ბოტსვანას ხელისუფლება კომპანიის ნაციონალიზაციას მოახერხებს, მაშინ ის მოგების სრულად მიღებასაც მოახერხებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთავრობამ მსგავსი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ განიზრახა, რაც ბრილიანტზე მოთხოვნა შემცირდა. ამან ბოტსვანას ეკონომიკას მძიმედ დაარტყა.