საქართველოში ატმის იმპორტი 78%-ით შემცირდა - რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს

ატამი

2025 წლის იანვარ-მაისში, საქართველოში 213.3 ტონა ატმის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემზე 77.5%-ით ნაკლებია. ამის შესახებ „საქსტატის“ მონაცემებიდან ვიგებთ.

წლის აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში შემოტანილ ატამსა და ნექტარინებში ჯამურად 93.9 ათასი აშშ დოლარი გადავიხადეთ, გასულ წელს კი ეს რიცხვი 482.4 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

ატმის მომწოდებელი მთავარი ქვეყანა კვლავ თურქეთია, რომლისგანაც 212,2 ტონა შევიძინეთ, 1.1 ტონა ვიყიდეთ აზერბაიჯანისგან, ხოლო 0.2 ტონა - ნიდერლანდებისგან.