რა ხელფასი აქვთ META-ში დასაქმებულებს?

მსოფლიო 1752307380
Meta

სილიკონის ველზე AI-ტალანტებისთვის ბრძოლა ყოველდღიურად გამწვავდება. უკიდეგანო კონკურენციის პირობებში, ტექნოლოგიური გიგანტები ერთმანეთისგან საუკეთესო თანამშრომლების გადმობირებაზე გადავიდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში ერთი ადამიანის შემთხვევაში რამდენიმე მილიონი დოლარი უჯდებათ. META, Google-ი, Microsoft-ი, NVIDIA — ეს და სხვა კომპანიები საუკეთესო თანამშრომლებს წელიწადში ექვსნიშნა ხელფასებს სთავაზობენ, რაც უკვე ყოველდღიური რეალობაა

როგორც ამერიკის შრომის დეპარტამენტისთვის წარდგენილი მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომლებიც გამოცემა Business Insider-მა მოიპოვა, კომპანიის რიგითი პროგრამისტის ხელფასი წლიურად $480,000-აც კი აღწევს. თუმცა ეს მხოლოდ საბაზისო ანაზღაურებაა, რომელიც არ მოიცავს აქციებს, ბონუსებს და არაერთ სხვა შეღავათს, რაც მთლიან პაკეტს ხშირად ორჯერ ან სამჯერ ზრდის. განსაკუთრებული ხელფასი AI-ინჟინრებს აქვს, რომელთა დიდმა ნაწილმა $300-მილიონიანი ოთხწლიანი კონტრაქტი მიიღო.

მანქანური დასწავლის ინჟინრის წლიური ხელფასი $165,000-დან $440,000-მდე მერყეობს, მონაცემთა მეცნიერებს კი $270,000-მდე გამომუშავება შეუძლიათ. საინჟინრო მიმართულებაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოზიცია პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია, სადაც ხელფასი $120,000-დან იწყება და $480,000-მდე ადის. პროდუქტისა და პროგრამების მენეჯერებისთვის კი მაქსიმალური ანაზღაურება $315,000-ია.

META-ს აგრესიული დაქირავების სტრატეგია აჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ტალანტების მოზიდვა და შენარჩუნება დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. კომპანიას უკვე გადაიბარა რამდენიმე სპეციალისტი OpenAI-დან, რამაც სემ ოლტმენი აღაშფოთა.