ყველა დროის უძვირესი ჩანთა - ჯეინ ბირკინის ტყავის ჩანთა აუქციონზე 10 მლნ დოლარად გაიყიდა

მსოფლიო 1752302202
ბირკინი

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ჩანთა აუქციონზე 10 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ტყავის შავი ჩანთა 1980-იან წლებში ბრიტანელი მსახიობისა და მომღერლის, ჯეინ ბირკინისთვის შექმნეს და იგი მას 1985-1994 წლებში თითქმის ყოველდღიურად მოიხმარდა.

ჩანთა Sotheby’s-ის აუქციონის სახლის მიერ ჩატარებულ ონლაინ აუქციონზე გაიყიდა და მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებულ ჩანთად იქცა. აუქციონზე ასევე წარმოდგენილი იყო ალექსანდრ მაქვინისა და კრისტიან დიორის ბრენდის ჩანთებიც.

საბოლოოდ, 10-წუთიანი აუქციონის შემდეგ, ბირკინის ჩანთა იაპონელმა კერძო კოლექციონერმა 10 მლნ აშშ დოლარად შეიძინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე ჩანთაში გადახდილი რეკორდული თანხა გახლდათ 450 000 აშშ დოლარი, რაც 2022 წელს ბრილიანტებით მოჭედილ Himalaya Birkin-ში გადაიხადეს.