ფინეთის საბაჟომ რუსების მიერ საზღვარზე მიტოვებული ველოსიპედები აუქციონზე გაყიდა

მსოფლიო 1721637446
ველოსიპედები

ფინეთის სალას თემში გაიმართა აუქციონი, რომელიც რუსეთთთან საზღვარზე თავშესაფრის მაძიებლების მიერ დატოვებული ველოსიპედები გამოიფინა.

ინფორმაციას ადგილობრივი მაუწყებელი, Yle ავრცელებს.

სულ აუქციონზე 190 ველოსიპედი და ერთი სკუტერი გამოფინეს. ყველაზე დატვირთულ დროს აუქციონს 200-მდე ადამიანი ესწრებოდა. ფინეთის საბაჟოში აცხადებენ, რომ ზოგიერთი ველოსიპედი ახალი აღარ არის, თუმცა ზოგი კარგ მდგომარეობაშია. როგორც წესი, ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებები იმ მდგომარეობაში იყიდება, რა სახითაც საზღვარზე შეგროვდა.

ზოგიერთი ველოსიპედი ერთ ევროდ იყიდებოდა, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული ველოსიპედი 220 ევრო ღირდა. უმეტესობა 30-60 ევროდ გაიყიდა.

არსებული კანონმდებლოთ, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ფინეთში შეტანილი ველოსიპედები ან უნდა განბაჟდეს, ან სახელმწიფოს დარჩეს.

რუსეთიდან თავშესაფრის მაძიებლები საზღვრამდე ველოსიპედებით ჩადიოდნენ, რადგან ძველი შეთანხმების მიხედვით, ფინეთის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებით შეიძლებოდა. თუმცა რუსებს ქვეყანაში შესვლა ველოსიპედითაც აეკრძალათ და გასული წლის შემოდგომაზე ფინეთის საბაჟომ თავშესაფრის რუს მაძიებლებს ასობით ველოსიპედი ჩამოართვა.

ცნობისთვის: ფინეთის საბაჟომ თავშესაფრის მაძიებელთა მიერ მიტოვებულ ველოსიპედებზე აუქციონი მაისშიც გამართა. მაშინ ვაალიმააში ასი ველოსიპედი, ხოლო პირველი ლოტი 70 ევროდ გაიყიდა. ფასები, დაახლოებით, 70-100 ევროს შეადგენდა. აუქციონიდან შესული თანხა სახელმწიფოს გადაეცა.

bpn.ge