საავიაციო სექტორი ყოველწლიურად 3,6 მილიონ ტონაზე მეტ ნარჩენს წარმოქმნის

მსოფლიო 1721546239
საავიაციო ნარჩენი

IATA-ს მონაცემებით, საავიაციო სექტორი ყოველწლიურად თვითმფრინავების სალონებში, მათ შორის ბორტზე კვების დროს 3,6 მილიონ ტონაზე მეტ ნარჩენს წარმოქმნის.

სალონის ნარჩენების შემადგენლობის აუდიტი 25 მოკლე, საშუალო და გრძელ მაგისტრალურ ფრენებზე გაანალიზდა, სინგაპურის ჩანგის აეროპორტში 2023 წლის ნოემბერში და ასევე 2024 წლის აპრილში გაანალიზდა. აღმოჩნდა, რომ საკვების ნარჩენები სალონის მთლიანი ნარჩენების 65%-ს შეადგენს, ხელუხლებელი საკვები კი 18%-ს.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიები სულ უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას ბორტზე საკვების ნარჩენების შემცირებაზე, მაგალითად, Lufthansa Group-ის ავიაგ​ადამზიდვები დარჩენილ სუფთა საკვებს ყოველი დღის ბოლო ფრენებზე ფასდაკლებით სთავაზობენ

და KLM-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა განსაზღვროს საკვების რაოდენობა, რომელიც საჭიროა კონკრეტულ ფრენაზე.
IATA ამჟამად მუშაობს საავიაციო მდგრადობის ფორუმთან თანამშრომლობს, რათა წლის ბოლომდე აამოქმედოს პლატფორმა თვითმფრინავის სალონის ნარჩენების შემადგენლობის ანალიზისთვის. რაც თავის მხრივ  მიზნად ისახავს დაეხმაროს „ავიაკომპანიას და პოლიტიკის შემქმნელებს, შეამცირონ ნარჩენების დონე და ხელი შეუწყონ ცირკულაციას ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების შესაძლებლობების გამოვლენით“.

წყარო: avianews.ge