თბილისში, სადგურის მოედნისა და ცოტნე დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მოწყობა იგეგმება. აღნიშნული პროექტი ჯერ კიდევ 2024 წელს დააანონსა თბილისის მერმა კახა კალაძემ.აღსანიშნავია, ისიც რომ სადგურის მოედნის განახლებასთან დაკავშირებით, დანიური კომპანიის Ramboll-ს მიერ შემუშავებულ ტრანსპორტის გეგმაშიც იყო საუბარი.ამ გეგმის თანახმად, რეკომენდებული იყო ტერიტორიაზე ახალი გადასასვლელის, საჯარო სივრცის, ასევე ველო და ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხო გარემოს მოწყობა.სადგურის მოედნის ტერიტორიის განახლების მიზნით, ტენდერი გასული წლის გაზაფხულზე გამოცხადდა. კერძოდ, მერიამ საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო ტექნიკური დოკუმენტების შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით 2.5 მილიონ ლარის ტენდერი გამოაცხადა.აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „საქგზამეცნიერება“ გამოცხადდა, რომელმაც მერიას 1 491 000-ლარიანი წინადადება შესთავაზა. ტენდერში მონაწილეობდა მეორე პრეტენდენტიც - შპს „ინტერპროექტი“, რომლის შეთავაზება 1 950 000 ლარი იყო.შპს „საქგზამეცნიერებასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადად დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 180 კალენდარული დღეა განსაზღვრული. თუმცა, ხელშეკრულებაში სამჯერ შევიდა ცვლილება და სამივე მათგანში მოთხოვნილი იყო რიგი ობიექტური მიზეზების გამო, საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადის გადაწევა.ინფორმაციისთვის, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე და გენერალური დირექტორი თამაზ შალიკაძეა.რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, შეგახსენებთ, რომ სადგურის მოედნისა და ცოტნე დადიანის გამზირის დამაკავშირებელი ხიდი ორზოლიანი იქნება. საავტომობილო ხიდს ექნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტი, რაც გულისხმობს მასზე შერეული ნაკადების დაშვებას მხოლოდ არაპიკურ საათებში. ხოლო პიკურ საათებში ხიდი გამოყენებული იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ.კონცეფციის მიხედვით, საავტომობილო ხიდი იქნება 280 მეტრი სიგრძის, სწორ მონაკვეთში 8.5 მეტრი სიგანის, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე).„ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის.საავტომობილო ხიდი უნდა ითვალისწინებდეს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში უნდა იყოს 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით“, - აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.bpn
1789462020
1789391700
„3 წელზე მეტი ბოლო გადახდიდან“ - როდის კარგავს კრედიტორი თანხის ამოღების სამართლებრივ ბერკეტს?"ავტომატურად სესხის არსებობა და წლების გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ სესხი ხანდაზმულია", - ამის შესახებ რადიო "პალიტრას" გადაცემაში "თქვენი დრო" ადვოკატმა, ლელა ტალიურმა ისაუბრა.მისივე თქმით, წლების გასვლა ავტომატურად არ ნიშნავს სესხის ხანდაზმულობას ან ჩამოწერას, ხოლო დავალიანების მივიწყება ხშირად ანგარიშების დაყადაღებით მთავრდება - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბანკმა მოთხოვნა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გადასცა.შესაბამისად, როგორც ადვოკატი აღნიშნავსმ საუკეთესო გამოსავალი კრედიტორთან მოლაპარაკება და თანხის ეტაპობრივ დაფარვაზე შეთანხმებაა, ხოლო თუ ბოლო გადახდიდან 3 წელზე მეტია გასული და კრედიტორს სასამართლოსთვის არ მიუმართავს, მსესხებელს შეუძლია თავად იდავოს სესხის ხანდაზმულად ცნობაზე."ძალიან აქტუალური და საჭირბოროტო თემაა, რადგან ბევრი ადამიანია ისეთ მდგომარეობაში, რომელთაც ე.წ. პრობლემური სესხები აქვთ. წლობით გაწელილი დავალიანების შემდეგ, ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებების გამო, სესხს ვეღარ იხდიან. ამას მოსდევს ურთიერთობა საფინანსო ინსტიტუტებთან, რაც ხშირად მათთვის არასასიამოვნო ხასიათს ატარებს.ხშირად მწერენ და მეკითხებიან ამის შესახებ, ამიტომ მსურს ადამიანებს რჩევის სახით მივმართო - სესხის არსებობა და წლების გასვლა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ სესხი ხანდაზმულია. ყოველი შემთხვევა სპეციფიკურია და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. თუმცა, ცალსახაა ერთი რამ: ადამიანებმა არ უნდა ჩათვალონ, რომ თუ წლებია გასული, ეს დავალიანება ავტომატურად ეპატიათ, ჩამოეწერათ და არავინ მოსთხოვს.ხშირად არის ისეთი შემთხვევები, რომ ადამიანმა აიღო სესხი „თიბისი“, „საქართველოს“ ან ნებისმიერი სხვა ბანკიდან და მათთვის მოულოდნელად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამ დავალიანებას ბანკის ნაცვლად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სთხოვს. ხშირ შემთხვევაში არ არიან საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ მათ დავალიანებას გამოისყიდის ხოლმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და შემდეგ უკვე ბანკის ნაცვლად ის ედავება მსესხებელს. უკვირთ - „თანხა ბანკიდან გამოვიტანე და სხვა რატომ მირეკავს ან მაწუხებსო?“. თუმცა, სამართლებრივად ეს მათ პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.აქ მთავარია, რომ ამ სესხების დავიწყება არ შეიძლება. არის შემთხვევები, როდესაც ანგარიშები უკვე დაყადაღებულია, რადგან კრედიტორები თანხის ამოღებას სასამართლოსა თუ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით ითხოვენ. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა სესხები არ მიივიწყონ. თუ მათ დიდი თანხის გადახდის საშუალება არ შესწევთ, კრედიტორ ორგანიზაციასთან შეთანხმებით შესაძლებელია, გარკვეულ თანხაზე მოლაპარაკებაც. თუ შეთანხმება შედგა, ეს ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ნაწილ-ნაწილ დაეფარათ სესხი.ჩემს წარმოებაში არსებულ ერთ-ერთ ბოლო მაგალითი რომ გავიხსენო, ეს განსხვავებული შემთხვევა იყო. ბოლო გადახდიდან გასული იყო 3 წელზე მეტი და ეს გახლდათ შემთხვევა, როდესაც კრედიტორმა ორგანიზაციამ არ იჩივლა სასამართლოში. შესაბამისად, მსესხებელს ჰქონდა უპირატესი პოზიცია - თავად მიემართა სასამართლოსთვის და სესხი ხანდაზმულად ეცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორმა ამ თანხის იძულებით ამოღების სამართლებრივი გარანტიები დაკარგა", - განაცხადა ლელა ტალიურმა რადიო "პალიტრას" ეთერში.წყარო: BPN
1789375800
აბიტურიენტებისთვის ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ვის შეუძლია მონაწილეობა?2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს ე.წ. მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის შესაძლებლობა დღეიდან აქვთ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროგრამების არჩევა 14 სექტემბერს, 11:00 საათზე დაიწყო და 18 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.ამ პერიოდში აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, შეარჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.პროგრამების არჩევისას აბიტურიენტებს განახლებული ელექტრონული ბუკლეტი — „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“ — დაეხმარებათ. დოკუმენტში წარმოდგენილია ინფორმაცია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებისა და მათზე გამოცხადებული ადგილების შესახებ.მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტმა უნდა შევიდეს სარეგისტრაციო პორტალზე online.naec.ge, აირჩიოს „ერთიანი ეროვნული გამოცდები — მეორადი ჩარიცხვა“, გაიაროს ავტორიზაცია პირადი ნომრითა და არსებული პაროლით და შემდეგ სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები მიუთითოს.პროგრამების შერჩევისას ცენტრი აბიტურიენტებს რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებას ურჩევს, მათ შორის: კონკრეტული საგნისთვის დაწესებულ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს; პროგრამაზე დარჩენილი ადგილების რაოდენობას; სწავლის საფასურს; ქალაქს, სადაც პროგრამა ხორციელდება. აბიტურიენტებმა არჩევანი 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით უნდა გააკეთონ.მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვთ: აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვეს; აბიტურიენტებს, რომლებმაც ვერ გადალახეს ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური ზღვარი, თუმცა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაძლიეს. მეორადი ჩარიცხვის პროცესი 18 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.
1789190760
2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების სრულ გადატანას – მარიამ ქვრივიშვილი2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების სრულ გადატანას, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა.როგორც მინისტრმა თქვა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის მისი ოპერატორი 150 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რითაც გააორმაგებს გამტარუნარიანობას.„მიმდინარე პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენი პარტნიორი, ოპერატორი კომპანია ინვესტიციას განახორციელებს დაახლოებით 150 მილიონი დოლარის იმისთვის, რომ არსებული 5-მილიონიანი მგზავრთნაკადის გამტარობის ტერმინალი გაფართოვდეს, გაორმაგდეს და მიაღწიოს 10 მილიონ მგზავრს. 2032 წლამდეა მნიშვნელოვანი ამ გამტარობის უზრუნველყოფა, რამეთუ 2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირების სრულ გადატანას ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში. ვაზიანის პროექტი - უმნიშვნელოვანესი და ძალიან სტრატეგიული ახალი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის. ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონ მგზავრზე გათვლილი სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რისთვისაც ჩვენ უკვე ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, პირველ რიგში კვლევები, ეკონომიკური მიზანშეწონილობის გეგმა აზიის განვითარების ბანკთან ერთად და სხვა მნიშვნელოვანი საავიაციო და ტექნიკურ-საინჟინრო კვლევები, რომლებმაც სახელმწიფოს მიაღებინა ასეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ვაზიანის აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს. იმდენად სწრაფად პროგრესირებს ამ პროექტზე მუშაობა“, - აღნიშნა მინისტრმა,გადაცემაში სტუმრობისას მარიამ ქვრივიშვილმა შიდა აეროპორტებზე გაამახვილა ყურადღება.„ სრულიად ახალ შიდა აეროპორტს ავაშენებთ თელავში, რასაც ექნება დიდი გავლენა და დიდი დატვირთვა ზოგადად კახეთის რეგიონის განვითარებისთვის - განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის კუთხით. მეორეს მხრივ, ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი მესტიაში სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე. ამ ორ პროექტს ძალიან ელოდებოდა კახეთი, ისევე როგორც სვანეთი. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ახალი შენამატი ჩვენი შიდა სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრებისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
სხვა სიახლეები
თბილისში, სადგურის მოედნისა და ცოტნე დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მოწყობა იგეგმება. აღნიშნული პროექტი ჯერ კიდევ 2024 წელს დააანონსა თბილისის მერმა კახა კალაძემ.აღსანიშნავია, ისიც რომ სადგურის მოედნის განახლებასთან დაკავშირებით, დანიური კომპანიის Ramboll-ს მიერ შემუშავებულ ტრანსპორტის გეგმაშიც იყო საუბარი.ამ გეგმის თანახმად, რეკომენდებული იყო ტერიტორიაზე ახალი გადასასვლელის, საჯარო სივრცის, ასევე ველო და ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხო გარემოს მოწყობა.სადგურის მოედნის ტერიტორიის განახლების მიზნით, ტენდერი გასული წლის გაზაფხულზე გამოცხადდა. კერძოდ, მერიამ საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო ტექნიკური დოკუმენტების შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით 2.5 მილიონ ლარის ტენდერი გამოაცხადა.აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „საქგზამეცნიერება“ გამოცხადდა, რომელმაც მერიას 1 491 000-ლარიანი წინადადება შესთავაზა. ტენდერში მონაწილეობდა მეორე პრეტენდენტიც - შპს „ინტერპროექტი“, რომლის შეთავაზება 1 950 000 ლარი იყო.შპს „საქგზამეცნიერებასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადად დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 180 კალენდარული დღეა განსაზღვრული. თუმცა, ხელშეკრულებაში სამჯერ შევიდა ცვლილება და სამივე მათგანში მოთხოვნილი იყო რიგი ობიექტური მიზეზების გამო, საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადის გადაწევა.ინფორმაციისთვის, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე და გენერალური დირექტორი თამაზ შალიკაძეა.რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, შეგახსენებთ, რომ სადგურის მოედნისა და ცოტნე დადიანის გამზირის დამაკავშირებელი ხიდი ორზოლიანი იქნება. საავტომობილო ხიდს ექნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტი, რაც გულისხმობს მასზე შერეული ნაკადების დაშვებას მხოლოდ არაპიკურ საათებში. ხოლო პიკურ საათებში ხიდი გამოყენებული იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ.კონცეფციის მიხედვით, საავტომობილო ხიდი იქნება 280 მეტრი სიგრძის, სწორ მონაკვეთში 8.5 მეტრი სიგანის, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე).„ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის.საავტომობილო ხიდი უნდა ითვალისწინებდეს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში უნდა იყოს 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით“, - აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.bpn
საზოგადოება • 1789462020
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა ონლაინ პროდუქტების შეთავაზებისა (Best Online Product Offerings) და ზუსტი დაკრედიტების (Best in Precision Credit & Lending) მიმართულებებით. აღნიშნული აღიარება ბანკმა „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ (World’s Best Digital Banks) 2026 წლის დაჯილდოების ფარგლებში მოიპოვა. ჯამში კი ბანკმა პირველ რაუნდში 33 ნომინაციაში გაიმარჯვა როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო და ბიზნეს მიმართულებებით.საქართველოს ბანკმა ძირითადი საბანკო პროდუქტების მართვა და აქტივაცია სრულად ციფრულ სივრცეში გადაიტანა. დღეს მომხმარებლებს შეუძლიათ გახსნან ანგარიში, შეუკვეთონ ბარათი, განათავსონ დეპოზიტი ან აიღონ სესხი ფილიალში ვიზიტის გარეშე. ამასთანავე, ბანკი აქცენტს აკეთებს პერსონალიზებულ შეთავაზებებზე: Next Best Offer ალგორითმი 150-ზე მეტ ქცევით ცვლადს აანალიზებს და მომხმარებელს ინდივიდუალურად შერჩეულ პროდუქტებს სთავაზობს.ამასთან ერთად, ბანკმა სრულად გარდაქმნა დაკრედიტების პროცესი და ის მთლიანად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ციფრულ გამოცდილებად აქცია. დღეს საცალო სესხების 89% ციფრულად გაიცემა, ხოლო არაუზრუნველყოფილი სესხების 95% სრულად ავტომატიზებულია – მათი დამტკიცება 15 წამზე ნაკლებ დროში ხდება. 2025 წელს ბანკმა წარადგინა სრულად დისტანციური იპოთეკური სესხის გაცემის პროცესიც. აღნიშნული სისტემა რეალურ დროში ახორციელებს შემოსავლების, ვალდებულებებისა და საკრედიტო ისტორიის შემოწმებას, ინტეგრირებულია საჯარო რეესტრთან, ახდენს ქონების იდენტიფიცირებას და დისტანციურად გეგმავს შეფასებას. ციფრული ეკოსისტემა ასევე მოიცავს საკრედიტო ლიმიტის ერთ წუთში დამტკიცებას და ნაწილ-ნაწილ გადახდის შესაძლებლობას.ჩვენი სტრატეგია ეყრდნობა პრინციპს, რომ საბანკო პროდუქტებით სარგებლობა ყოველდღიურობაში მაქსიმალურად მარტივი უნდა იყოს. სხვადასხვა ციფრული გადაწყვეტილებებით ხელს ვუწყობთ ჩვენს მომხმარებლებს დროისა და რესურსების დაზოგვაში. ამის კარგი მაგალითია ციფრული იპოთეკური დაკრედიტების შესაძლებლობა. Global Finance-ის ჯილდო გვიჩვენებს, რომ ჩვენი საცალო მომსახურების გაციფრულების ტემპი და ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებითაც გამორჩეულია“, – განაცხადა გიორგი გურეშიძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ საცალო საბანკო საქმიანობის მიმართულებით.„ამ აღიარების მიღმა უახლესი ტექნოლოგიური არქიტექტურა და მონაცემების მართვის გამართული სისტემა დგას. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებამ დაკრედიტების პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა. ჩვენი მიზანია, მონაცემთა ანალიზი მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ რისკების სწორი მართვისთვის და, ამავდროულად, მომხმარებელს შევთავაზოთ ზუსტად ის პროდუქტი, რომელიც მას კონკრეტულ მომენტში სჭირდება“, – განაცხადა დავით დავითაშვილმა, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მართვის მიმართულებით.Global Finance-ი, რომელიც 1987 წელს დაარსდა, 196 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს. გამოცემა რეგულარულად ასახელებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა პროვაიდერებს. მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება.
ბიზნესი • 1789459620
დეკრეტული შვებულების პერიოდში სახელმწიფოს მიერ ჩარიცხული ფულადი დახმარება ყადაღისგან დაცული გახდება, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს სასესხო დავალიანება აქვს და მის წინააღმდეგ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს.საკანონმდებლო ცვლილებას დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განიხილა.ცვლილების მიხედვით, ყადაღას არ დაექვემდებარება და აღსასრულებლად არ მიექცევა ორსულობისა და მშობიარობის, ასევე ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება, რომლის ოდენობაც საქართველოს მთავრობის მიერ არის განსაზღვრული.როგორც კანონპროექტის მომხსენებელმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, მოქმედი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი განსაზღვრავს იმ ქონებისა და თანხების ჩამონათვალს, რომლებზეც ყადაღის დადება დაუშვებელია. ამ ჩამონათვალში კი დეკრეტული შვებულებისა და ბავშვის მოვლის პერიოდში სახელმწიფოს მიერ გასაცემი დახმარება ამ დრომდე გათვალისწინებული არ იყო.საკანონმდებლო ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული სახელმწიფო დახმარებაც იმ თანხების ჩამონათვალს დაემატება, რომლებიც სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ხელშეუხებელი იქნება.კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები რატი იონათამიშვილი, ზაზა ლომინაძე, ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ფაღავა, სუმბატ კიურეღიანი, ზურაბ ქადაგიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე და მარიამ ლაშხი.
საზოგადოება • 1789454783
ქონების გადასახადის 40 000 -ლარიანი ზღვარი გაუქმდება და გადასახადი მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება.როგორც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, ცვლილების შედეგად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება დაახლოებით 81 000 მოქალაქეს მოეხსნება.„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურ კოორდინაციაში, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, რომ ზღვარი 40 000-დან 100 000 ლარამდე [გაიზარდოს] - 40 000 - ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება. ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება. ამით ქონების გადასახადის 81 000 პირს გაუუქმდება ეს გადასახადი“,- განაცხადა კირცხალიამ.
ეკონომიკა • 1789454610
საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 2026-2027 სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლებში 37 733 პირველკლასელია დარეგისტრირებული.„საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები წელს ახალი სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან.წელს სიახლეა სასკოლო ფორმებიც, რომელთა რეალიზაციაც პირველკლასელებისთვის პირველი სექტემბრიდან დაიწყო.განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც.დოკუმენტის მიხედვით, სემესტრის განმავლობაში საჯარო სკოლის მოსწავლე შეფასდება შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით: ა) მიმდინარე საშინაო დავალება; ბ) მიმდინარე საკლასო დავალება; გ) შემაჯამებელი დავალება. კომპონენტებს ერთნაირი წონა ექნებათ.ამასთან, ამავე დოკუმენტის მიხედვით, თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე.„თუ საჯარო სკოლა გადაწყვეტს რომელიმე საგანში/საგნებში მოსწავლის შეფასების მიზნით მხოლოდ შემაჯამებელი კომპონენტის გამოყენებას, საჯარო სკოლა ვალდებულია სათანადო დასაბუთება შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ეს სკოლა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში დასაბუთება იმავე პროცედურების დაცვით წარედგინება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროს.შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა შემოქმედებითი და კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება, რომლებიც მოითხოვს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრას (მაგ., ესე, პროექტი, კვლევითი/საველე ანგარიში, შემოქმედებითი პროდუქტი, მონაცემთა ანალიზი და სხვა). შემაჯამებელი დავალების ვალიდურობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად, სავალდებულოა წინასწარ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების (შეფასების რუბრიკის) გამოყენება, რომელიც სასწავლო პროცესის გამჭვირვალობის მიზნით წინასწარ მიეწოდება მოსწავლეს.თუ საჯარო სკოლის მოსწავლე გაცდენის გამო ვერ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ დავალებას, სკოლა ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება. შემაჯამებელი დავალებების აღდგენის ვადები და მისი ჩატარების ფორმა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით;I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში შეფასების ყველა კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება. ამასთან, საშინაო დავალების კომპონენტი დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) ფასდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით.თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე.ჰოსპიტალიზაციით გამოწვეული სწავლის სირთულის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია მოსწავლის სწავლება და შეფასება განახორციელოს რემედიაციის პროგრამით და/ან შინ სწავლების შესაძლებლობით”, - ნათქვამია ეროვნულ სასწავლო გეგმაში.
საზოგადოება • 1789454486
რეგისტრაციიდან დაფინანსებამდესაქართველოს ბანკი, როგორც განათლების მხარდამჭერი, კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის STEM სკოლის განხორციელებას აგრძელებს. პროექტი საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა – STEM განათლება აერთიანებს ცოდნას მეცნიერების (Science), ტექნოლოგიის (Technology), ინჟინერიის (Engineering) და მათემატიკის (Mathematics) შესახებ.STEM სკოლა უკვე 2000-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს, რომელთაგან 500-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.ციფრულ ეპოქაში STEM მიმართულებით ცოდნა სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება: ელექტრული ინჟინერი, პროგრამისტი, მონაცემთა მეცნიერი, ავტომატიზაციის ინჟინერი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი – ეს მომავლის პროფესიების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესის სამყაროში ყოველთვის მოთხოვნადი იქნება. STEM სკოლის მიზანია, ახალი თაობა გახდეს ტექნოლოგიების შემქმნელი და არა მხოლოდ მომხმარებელი, რისთვისაც სკოლა მოსწავლეებს აძლევს საბაზისო ცოდნას, მომავალში მათთვის საინტერესო პროფესიების დასაუფლებლად.ვის შეუძლია STEM სკოლაში სწავლა?STEM სკოლა განკუთვნილია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების (კომაროვის გარდა) მე-7-დან მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებიც ქართულ ენას კარგად ფლობენ.როგორი ფორმატით ასწავლიან STEM სკოლაში?STEM სკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს. მოსწავლეები კვირაში ერთხელ ესწრებიან გაკვეთილებს, რომლებსაც კომაროვის სკოლის და მოწვეული პედაგოგები ატარებენ. ონლაინ ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რადგან ის გეოგრაფიულ ბარიერს ხსნის და მაღალი ხარისხის განათლებას ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის.მთლიანი კურსი 8-თვიანია, გაკვეთილები კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას, 2 ცვლად ტარდება.STEM სკოლის სასწავლო პროგრამაSTEM სკოლის კურიკულუმი და სასწავლო პროგრამა უნიკალურია – იგი არ არის რომელიმე სასკოლო საგნის ანალოგი. სასწავლო პროცესი ორ მოდულად იყოფა და ორ სემესტრზე ნაწილდება. პირველ მოდულში მოსწავლეები ეუფლებიან ელექტროინჟინერიის, მიკროკონტროლერებისა და მათი სენსორების მართვის საწყისებს. სწავლის პროცესში ისინი იყენებენ სპეციალურ ონლაინ პლატფორმას Tinkercad, სადაც Arduino მიკროკონტროლერის დაპროგრამებას (C++ ენის გამოყენებით) და სხვადასხვა ელექტრული წრედის აწყობას ვირტუალურ გარემოში სწავლობენ. ამ მოდულის ფარგლებში მოსწავლეები ასევე იღრმავებენ ცოდნას ფიზიკასა (ელექტრობა) და პროგრამირებაში. მეორე მოდულში მოსწავლეები პრაქტიკულ სამუშაოზე გადადიან და პროექტებს რეალური ელექტრონული კომპონენტების საშუალებით ასრულებენ. ამ ეტაპზე მათ საშუალება აქვთ, ონლაინ შექმნილი სქემები რეალურად ააგონ და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. სწავლის პროცესში მოსწავლეები მუშაობენ ისეთ პრაქტიკულ პროექტებზე, როგორიცაა, მაგალითად, შუქნიშნის მოდელის აწყობა, მოძრაობის სენსორის ამუშავება, ან სენსორების გამოყენებით ტენიანობის, წნევისა და ქარის სიჩქარის გაზომვა. ეს პროცესი მათ არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას, არამედ კრეატიულ და კრიტიკულ აზროვნებას უვითარებს. STEM სკოლაში სწავლის საფასური და დაფინანსებასწავლის პროცესში ჩართულობისთვის, მოსწავლეს ესაჭიროება წვდომა ინტერნეტსა და პერსონალურ კომპიუტერზე ან ლეპტოპზე. სკოლა, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ყველა საჭირო სახელმძღვანელოსა და საგანმანათლებლო რესურსს.საქართველოს ბანკი, მისაღები ტესტირების შედეგების საფუძველზე, ყოველწლიურად 90 საუკეთესო მოსწავლეს ავლენს, რომლებსაც სწავლას უნაზღაურებს. კერძოდ, 60 სტიპენდიატი 100%-იან, ხოლო 30 – 50%-იან დაფინანსებას იღებს. რეგისტრაცია STEM სკოლაშირეგისტრაცია წელიწადში ორჯერ, გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრების დასაწყისში ცხადდება. STEM სკოლაში მოსახვედრად მოსწავლეებს ჩართული ვიდეოკამერებით, ონლაინ ტესტირება უტარდებათ, რომელიც ლოგიკური აზროვნების უნარს, ალგორითმულ აზროვნებასა და მათემატიკის ცოდნას ამოწმებს. გაითვალისწინე, რომ რეგისტრაცია 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.დარეგისტრირდი STEM სკოლაში
ბიზნესი • 1789454414










