„გუდვილი“ საკუთარ მომხმარებლებს აღდგომისთვის 13 სახეობის პასკას სთავაზობს

ბიზნესი 1742983953
პასკა

ჰიპერმარკეტების ქსელი Goodwill • გუდვილი საკუთარ მომხმარებლებს სააღდგომოდ 13 სახეობის პასკას სთავაზობს. ამის შეახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „გუდვილში“ განუცხადეს.

„ტრადიციული ქართული პასკა, რომელსაც ყოველ წელს მოუთმენლად ელით უკვე გაყიდვაშია.

ჩვენ ყოველ წელს ვანებივრებთ მომხმარებელს ახალი, ორიგინალური პასკებით, როგორიცაა, ხაჭოს პასკა, ფსტის კრემით, ცუკატებით და სხვა უნიკალური ინგრედიენტებით“ რა თქა უნდა ამ ტრადიციას წელსაც ვაგრძელებთ და მომხმარებელს შევთავაზებთ სიახლეებს, - განმარტავენ „გუდვილში“.

აღსანიშნავია, რომ „გუდვილის“ მიერ წარმოებულ პასკებზე ბაზარზე წლების განმავლობაში დიდი მოთხოვნა და რა თქმა უნდა ამას, მის ი გემოვნურ თვისებებთან ერთად ხშირად მისი განსაკუთრებული ვიზუალიც იწვევს.

„ჩვენი პასკა მზადდება უმაღლესი ხარისხის კარაქითა და მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებით, რაც მას მდიდარ და ნაზ გემოს სძენს. ჩვენ შევინარჩუნეთ ტრადიციული რეცეპტი და გარდა ამისა მომხმარებელს შევთავაზეთ ახალი გემოებიც, რათა მათთვის გამორჩეული გემოვნური გამოცდილება შეგვექმნა“, - განმარტავენ „გუდვილში“.

„გუდვილი“, რომელიც უკვე მაღალ ხარისხთან ასოცირდება, ბაზარზე ბევრი კონკურენტული უპირატესობებითაც სარგებლობს. კომპანია მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული და მუდმივად ცდილობს, რომ ახალი საწარმოო ხაზები დაამატოს და ასორტიმენტი კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოს.

„წლიდან წლამდე ვცდილობთ, განვავითაროთ და გავაფართოოთ ჩვენი წარმოება, რათა მომხმარებლის მოთხოვნები სწრაფად და ეფექტურად დავაკმაყოფილოთ. ჩვენი წარმოების განვითარება გამოიხატება, ახალი ხაზების შექმნით, როგორც კულინარიის, საკონდიტროს, პურ-ფუნთუშეულისა და ნახევარფაბრიკატების მიმართულებების დამატებაში, სადაც გათვალისწინებულია თანამედროვე ტრენდები რათა თქვენთვის მრავალფეროვანი არჩევანი შევქმნათ“, - აცხადებენ „გუდვილში“.