11 მდინარის აუზში ინფრასტრუქტურა მონტაჟდება, რაც წინასწარი შეტყობინების შესაძლებლობებს უზრუნველყოფს - პავლიაშვილი

მდინარე

"11 მდინარის აუზში ხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის დამონტაჟება, რაც უზრუნველყოფს წინასწარი შეტყობინებისა და პრევენციის შესაძლებლობებს", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. პროგრამის „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, 11 მდინარის აუზში ხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის დამონტაჟება, რაც უზრუნველყოფს წინასწარი შეტყობინებისა და პრევენციის შესაძლებლობებს“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სათემო ფორუმი გაიმართა. ფორუმზე კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობებზე, საფრთხეების პროგნოზირებაზე, აგრომეტეოროლოგიური სერვისების განვითარებაზე, ასევე, კლიმატის ცვლილებების მიმართულებით საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

ფორუმს ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ნილს ქრისტენსენი.

„საქართველო მაგალითია, რომელსაც უნდა მივბაძოთ, რათა კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება კიდევ უფრო წინ წავწიოთ. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ საქართველოს პარტნიორი ამ მიმართულებით“, – განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ნილს ქრისტენსენმა.