დღეს, თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება

ელექტროენერგია

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს,  27 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი-2 დასახლების II ქუჩის, კაკლიანის, გახოკიძის, დამპალოს, ბერიაშვილის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ლობჟანიძის და  ნავთლუღის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხონის, სალხინოს, სენაკის, თეკლეთის, აბაშის, ტაშირის, ლანჩხუთის, ლაილაშის, გივიშვილის, ჭალადიდის, ლებარდოს, ქვალონის, ცაიშის და ასხინის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და ბობ უოლშის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის  ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორიის, ანჯაფარიძის, ფხაკაძის, დანელიას, უნივერსიტეტის და საშკა იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.