1743318000
გაზის მიწოდება 24 საათით სამგორის რაიონში 4 800 აბონენტს შეუწყდება - თბილისი ენერჯი

სამგორის რაიონში, ბურჯანაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მარტის 10:00 საათიდან 29 მარტის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება 4 800 აბონენტს შეუწყდება - განცხადებას თბილისი ენერჯი ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, გაზმომარაგება 24 საათით შეწყდება შემდეგ მისამართებზე:
- გარდაბნის გზატკეცილი: #6 (ემირ ბურჯანაძის ქ. 6ა), 24ა;
- ქინძმარაულის ქუჩა: #6ა, ქინძმარაულის შესახვევი #30-ის მიმდებარედ;
- საცხოვრებელი კორპუსები ქინძმარაულის შესახვევში: #1-26, 30, 32;
- ნაკადულის ქუჩა: #2, 2ა, 3, 4, I შეს. #6, 8, 8ა, 2ა-1, 2ა-2, 2ა-3;
- ოცხელის ქუჩა: #4, 8, 24, 25, 25ა, 30, 32, 34;
- მარელისის, ქინძმარაულის, ნაკადულის, ოცხელის, ლითონკონსტრუქციების VI დასახლება (წმ. ბარბარეს დასახლება), გარდაბნის გზისა და 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორია (მარია პერინის ქუჩა).
გაზის მიწოდება ასევე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებსა და დაწესებულებებს, მათ შორის:სკოლები: #78, #82, #106, სკოლა „დავითიანი“
საბავშვო ბაღები: #126, მარელისის ქ. #5
კომპანიები: შპს „ქართული სახლი“, შპს „კოდი“, შპს „ოთო“, შპს „თავთავი“, შპს „კამელინი“, შპს „ორბელი 91“ და სხვა
კომპანია წერს, რომ გაზმომარაგება სრულად აღდგება 29 მარტის 10:00-დან 20:00 საათამდე და ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.