1743318000
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, სოფელი წავკისის, სოფელი შინდისის და სოფელი კოჯრის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, III მიკრორაიონების, დავითაიას და სომხეთის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, მუსხელიშვილის და კვაჭანტირაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) და ფარნავაზ მეფის გამზირის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, პეტრე ქავთარაძის, მიხეილ თამარაშვილის, მარიკა ბარათაშვილის, ედიშერ მაღალაშვილის, უნივერსიტეტის, გიორგი გეგეჭკორის, კალისტრატე ქუთათელაძის, ოთარ ლორთქიფანიძის, მედეა ჩახავას, ოთარ ჩხეიძის, ბოჭორიშვილის, კვერნაძის და ალმასიანის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.