თურქული ლირა ისევ უფასურდება

ლირა

თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ლირა გაუფასურებას განაგრძობს.

ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარი 37.94 ლირა ღირს, რაც ერთკვირიან ინტერვალში თითქმის 3.4%-იანი ვარდნაა. 2025 წლის 18 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 36.70 ლირა ღირდა.

ცნობისათვის, თურქეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტ ერდოღანის მთავარი კონკურენტი, სტამბოლის მერი - ექრემ იმამოღლუ დააკავეს. უკვე თითქმის ერთი კვირაა, თურქი ხალხი ქუჩაშია გამოსული და, დაკავებების მიუხედავად, ბოლო დეკადების განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტს გამოხატავს. პროტესტის ტალღა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც იმამოღლუს, კორუფციის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.