1732180855
პრევიკურ ენერჯი – ინოვაციური ფუნგიციდი თქვენი ჯანსაღი მოსავლისთვის
მცენარეთა დაცვის საშუალებების მწარმოებელი კომპანიის BAYER-ის ინოვაციური ფუნგიციდი პრევიკურ ენერჯი ეფექტურად იცავს ბოსტნეულ და ბაღჩეულ კულტურებს სხვადასხვა დაავადებისგან, მათ შორის ფესვის სიდამპლეებისა და ჭრაქისგან. ის, ასევე, მარტივად უმკლავდება Phytophthora-ს გვარის ზოგიერთ პათოგენს.
პრევიკურ ენერჯი სისტემური მოქმედების უნარის მქონე ორ ნივთიერებას – პროკამოკარბჰიდროქლორიდსა და ალუმინის ფოსეთილს შეიცავს. პრეპარატის შემადგენელ ორივე ნივთიერებას გააჩნია მოქმედების იდენტური სპექტრი, თუმცა განსხვავებული მოქმედების მექანიზმი, რაც გაძლიერებულ ფუნგიციდურ ეფექტს იძლევა. ამასთანავე, პრევიკურ ენერჯის კომპონენტები მოკლე დროში აღწევენ და გადაადგილდებიან მცენარის სისტემაში, რაც პრეპარატის სწრაფ მოქმედებას განაპირობებს. მას აქვს მცენარის ზრდა-განვითარების სტიმულირების უნარიც.
როგორ გამოვიყენოთ პრევიკურ ენერჯი?
პრეპარატის მოხმარება შესაძლებელია როგორც ღია გრუნტში, ისე სასათბურე მეურნეობებში. ის გამოიყენება ბოსტნეული და დეკორატიული კულტურების ნიადაგის ან ჩითილების დასამუშავებლად. პრევიკურ ენერჯი შეგიძლიათ პირდაპირ შეასხუროთ მცენარეს, ან მორწყვის გზით შეიტანოთ ნიადაგში. გაითვალისწინეთ, რომ ფიტოტოქსიკურობის რისკის გამო, არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ხელოვნურ სუბსტრატზე დარგულ ჩითილებზე.
პრევიკურ ენერჯის გამოყენების უფრო დეტალური ინსტრუქციისთვის დაუკავშირდით „აგროსფეროს“ კონსულტანტებს შემდეგ ნომერზე: +995 322 500 900 ან ეწვიეთ კომპანიის მაღაზიათა ქსელს.