პლანტაცია
სოჩხეთში და დედალაურში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდება

"ჩაის პლანტაციების რეაბილიტირების სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთში 37.26ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორციელდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაოების ჯამური ღირებულება 134 120 ლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსება შეადგენს 93 139 ლარს, ხოლო 40 981 ლარი ბენეფიციარის - შპს "გრინჰილის" თანამონაწილეობაა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 14.50ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორციელდება იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურში. სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 52 200 ლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 36 250 ლარია, ხოლო 15 950 ლარი ბენეფიციარის - შპს „ერთობის“ თანამონაწილეობაა.

1639323120

ხემსი
"ხემსი" მომხმარებელს საახალწლოდ სპეციალურ ბოქსებს შესთავაზებს

ჩირის მწარმოებელი კომპანია "ხემსი" მომხმარებლებს საახალწლოდ სპეციალურ ბოქსებს შესთავაზებს, სადაც 4 სახეობის ჩირი, ნატურალური ჩურჩხელები და სხვადასხვა სიურპრიზი დახვდებათ. კომპანიის დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ ჩირზე მოთხოვნა გაორმაგებულია. ასევე, ხაშურში წარმოებული პროდუქტის შეძენა უკვე თბილისში, 3 ლოკაციაზეა შესაძლებელი. "რეგულარულად მიმდინარეობს ბაზრის კვლევა, რათა განისაზღვროს მომხმარებლის სეგმენტი, რადგან "ხემსი" არ არის მხოლოდ ჩირის მოყვარულთათვის, ის განსაკუთრებულ გემოს ქმნის მომხმარებლისთვის, აბრუნებს ბავშვობაში და მატებს ახალ, ბუნებრივ არომატებს. დავამატეთ რამდენიმე სახეობის ხილი: მარწყვი, საზამთრო, ნესვი, შავი ქლიავი და უკვე გრილი არომატებიც. ასევე შოკოლადში ამოვლებული ქლიავის, ლეღვის და მანდარინის ჩირი," –აღნიშნავს სოფია გოგინაშვილი. მომხმარებელს "ხემსის" პროდუქციის შეძენა ონლაინ, გამოწერის საშულებითაც შეუძლიათ. საახალწლო ბოქსების ფასი 20-დან 35 ლარამდე მერყეობს, ასევე ხელმისაწვდომია 50 და 100 გრ-იანი პაკეტები. "სამომავლო გეგმები დაკავშირებულია, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზეც,  თუმცა ამ სიახლეებს საწარმოო წლის დასრულების შემდეგ გავაცნობთ მომხმარებლებს," - ამბობს "ხემსის" დამფუძნებელი. შეგახსენებთ, რომ "ხემსის" ჩირი და ჩურჩხელა ქართული ხილის ნედლეულზე უშაქროდ და ყველანაირი დანამატების გარეშე მზადდება. კომპანია ხაშურში, პანდემიის დროს შეიქმნა და ადგილობრივი ბაზრის ათვისებასთან ერთად "ხემსის" ჩირეული უკვე დედაქალაქშიც იყიდება.  წყარო: ბიზნესპარტნიორი

1639581120

გეგუთი
"გეგუთის" მწვანილი ექსპორტზე იყიდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში არსებული სასათბურე და სამაცივრო მეურნეობა შპს „გეგუთი 2005“ მწვანილის ექსპორტს უკრაინაში, მოლდოვაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ახორციელებს. 15,000 კვ.მ-ზე მდებარე სასათბურე მეურნეობაში 50 ადამიანია დასაქმებული. ამჟამად, სათბურში მწვანილის კრეფა და სარეალიზაციოდ მომზადება მიმდინარეობს. სასათბურე და სამაცივრო მეურნეობა შპს „გეგუთი 2005“ სოფლის განვითარების სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. მეურნეობის შესაქმნელად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი 150,000 დოლარზე მეტია. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სასათბურე მეურნეობის შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით გაცემული სესხის ოდენობა 106 მლნ ლარს  აღემატება,  სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება 16 მლნ ლარს აჭარბებს.

1640175960

ხეთის მანდარინი
ხეთის მანდარინს გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსი მიენიჭა

„ხეთის მანდარინი“ გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს დაემატა, - ხობის მუნიციპალიტეტში წარმოებული მანდარინის განსაკუთრებულობა სახელმწიფოს მიერ დადასტურდა. რეგისტრაციაზე განაცხადით საქპატენტს ასოციაცია „ხეთის მანდარინმა“ მიმართა. საქპატენტის ცნობით, სპეციფიკაციების მიხედვით „ხეთის მანდარინი“ ოქროსფერ-ყვითელია, რომელიც სიმწიფესთან ერთად გადადის ნარინჯისფერში. აქვს განსაკუთრებული გემო: გამახალისებელი მომჟავო-მოტკბო, დაბალანსებული შაქრიანობა მჟავიანობის თანაფარდობით და მკაფიოდ გამოხატული არომატით. ხეთის მანდარინის განსაკუთრებულობა, უნიკალურობა და მაღალი ხარისხი განპირობებულია რიგი ფაქტორებით. ციტრუსოვანთა ბაღები გაშენებულია ურთის მთის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან საშუალოდ 30-80 მეტრ სიმაღლეზე.

1640697480

თხილი - სოფლის მეურნეობა
საქართველომ თხილის ექსპორტიდან $77.2 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

ქართული თხილის ექსპორტიდან ქვეყნისთვის შემოსავლები იზრდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 17 000 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 77.2 მლნ დოლარი შეადგინა. ექსპორტირებული თხილის მოცულობა წლიურად 28%-ით, ღირებულება კი 10%-ით გაიზარდა. ქართული თხილის ყველაზე დიდი მომხმარებელი იტალიაა, სადაც ამ პერიოდში 7 054 ტონა ქართული თხილის გავიდა, ექსპორტიორ ევროპულ ქვეყნებს შორისაა გერმანია (3 140 ტონა), ესპანეთი (478 ტონა), ჩეხეთი (445 ტონა), პოლონეთი (337 ტონა), ლიეტუვა (305 ტონა), საფრანგეთი (300 ტონა), ბულგარეთი (132 ტონა), საბერძნეთი (71 ტონა), ლატვია (70 ტონა), ესტონეთი (60 ტონა), ბელგია (41 ტონა), უნგრეთი (22 ტონა), ხორვატია (20 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე: სომხეთში (1 198 ტონა), ჩინეთში (780 ტონა), უკრაინაში (301 ტონა), რუსეთში (358 ტონა), საუდის არაბეთში (276 ტონა), ბელარუსში (251 ტონა), ალჟირში (241 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (151 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (91 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (75 ტონა), თურქეთში (68), ყაზახეთში (45 ტონა), უზბეკეთში (44 ტონა), ტუნისში (27 ტონა),  გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (22 ტონა), იორდანიაში (14 ტონა).

1640699522

შემნახველი ინფრასტრუქტურა
ფოთში თანამედროვე მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა მოეწყო

კომპანია „ფოთის მარცვლეულის ტერმინალმა“ საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა შექმნა.კომპანიამ, შემნახველი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 7 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, 3,5 მლნ შეღავათიანი აგროკრედიტია, 500 000 ლარი კი გრანტი. მულტიფუნქციური, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 10 000 ტონაზე გათვლილი შემნახველი ინფრასტრუქტურა განკუთვნილია კომბინირებული საკვების წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის შესანახად.„ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ საქონლისა და ფრინველისათვის კომბინირებული საკვების ადგილობრივ მწარმოებლებს ნედლულით ამარაგებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომბინირებული საკვებწარმოების განვითარებას.10 000 ტონა ნედლეული - არგენტინული წარმოშობის სოიოს შროტი „ფოთის მარცვლეულის ტერინალმა“ უკვე მიიღო. ნედლეული საოკეანო ხომალდზე არგენტინის პორტ სან ლორენცოში დაიტვირთა. აღსანიშნავია, რომ სიოის შროტი საქონლისა და კომბინირებული საკვების წარმოებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია.„ახალი შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მეცხოველეობის განვითარებისთვის, დასაქმებისთვის, მეტი საბიუჯეტო შემოსავლების მიღებისთვის. დღეს, როცა მეცხოველეობა ვითარდება სწრაფი ტემპით, აუცილებელია, ქვეყანაში გამართული ინფრასტრუქტურა არსებობდეს საკვები ნედლეულის შესანახად. შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები სისტემურია და უკვე იძლევა თავის წარმატებულ შედეგებს”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

1640858170

ხილი
ხურმისა და კარალიოკის ექსპორტიდან საქართველომ $5.6 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

3 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 5.6 მლნ დოლარის ხურმა და კარალიოკი გავიდა. სულ 1 სექტემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა 11.2 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი. აღნიშნულ პერიოდში ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (5 097 ტონა), რუსეთში (3 645 ტონა), უკრაინაში (2 263 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).

1640878239

რეგისტრაცია
საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო.ამ დროისთვის ქვეყანაში მიწების 1/3 დაურეგისტრირებელია და როგორც სააგენტოში განმარტავენ, 2022-2024 წლებში, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) საამზომველო და სარეგისტრაციო საქმიანობა განხორციელდება.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ეტაპობრივად უზრუნველყოფს. სააგენტოს ცნობით, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: • მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები;• უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;• გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;• სანოტარო მედიაცია;• მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;• ფაქტების კონსტატაცია;• მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა;• მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია. მიწის სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, მოქალაქეები შეძლებენ ისარგებლონ მიწის სპორადული რეგისტრაციით. 

1641295012

ქართული თხილი
თხილის ექსპორტიდან საქართველომ $81 მლნ-ზე მეტის შემოსავალი მიიღო

მსოფლიო ბაზარზე ქართულ თხილზე მოთხოვნა გაზრდილია. ქვეყნიდან 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 9 იანვრის ჩათვლით საერთაშორისო ბაზრებზე 17.8 ათასი ტონა თხილი გავიდა, ქართველმა ფერმერებმა შედეგად 81.1 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღეს.გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 28%-ით არის გაზრდილი, შემოსავალი კი 10%-ით.ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე გადის, ლიდერი კი იტალიაა, სადაც 7 424 ტონა ქართული თხილი გავიდა. ქართული თხილი იყიდება ასევე გერმანიაში (3.347 ტონა), ესპანეთში (478 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (357 ტონა), ლიეტუვაში (327 ტონა), საფრანგეთში (314 ტონა), ბულგარეთში (144 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).ქართული თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (1,243 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (400 ტონა), უკრაინაში (302 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (276 ტონა), ბელარუსში (251 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (151 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (105 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (75 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), თურქეთში (72 ტონა), უზბეკეთში (44 ტონა), ტუნისში (27 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (22 ტონა), იორდანიაში (14 ტონა).

1641811809

ღვინის ექსპორტი
2021 წელს საქართველომ ღვინის ექსპორტიდან რეკორდული, $250 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

პანდემიის მიუხედავად, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინოზე მოთხოვნა გაზრდილია. 2021 წელს ქვეყანამ ღვინის ექსპორტიდან რეკორდული, 250 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. პანდემიის მეორე წელს მსოფლიოს 62 ქვეყნის ბაზარზე 107 მლნ ბოთლი ღვინო გაიყიდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ღვინისი ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს, როგორც ექსპორტი ასევე ექსპორტით მიღებული შემოსავალი, 2020 წელთან შედარებით, 16%-ით არის გაზრდილი. მნიშვნელოვანია, რომ საექსპორტო ბაზრებში რუსეთის წილი შემცირებულია 57%-მდე, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია როგორც ემბარგომდე (როცა 87% რუსეთის ბაზარს ეკავა), ისე ემბარგოს გაუქმების შემდეგი წლების გათვალისწინებით. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი ქართული ღვინის ექსპორტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად გადააჭარბა 1 მილიონ ბოთლს.  ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზე, პოლონეთში ზრდა 34%-ს აღწევს და სულ ექსპორტირებულია 7 003 031 ბოთლი ქართული ღვინო, ჩინეთში - 29% (5 934 937), აშშ-ში - 19% (1 084 278), გერმანიაში - 28% (892 348), ლატვიაში - 19% (1 900 519), ლიეტუვაში - 45% (986 740), იაპონიაში - 12% (197 638) და დიდ ბრიტანეთში 71% (736 391). ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა 76% (332 182), შვედეთი 76% (136 786), ჩეხეთი 227% (148 002), ნორვეგია 1047% (108 086), ისრაელი 50% (480 007), ყაზახეთი 47% (4 232 446), აზერბაიჯანი 35% (246 635), თურქეთი 260% (108 570), უკრაინა 21% (12 921 321), რუსეთი 8% (62 115 759), მონღოლეთი 158% (484 902), ბელარუსი 33% (4 886 393) და ა.შ. ღვინის ექსპორტი 441-მა კომპანიამ განახორციელა.

1642420080

მწვანე ეკონომიკა
EBRD-ი მწვანე ეკონომიკას €5.4 მლრდ-ით აფინანასებს

EBRD-ი მწვანე ეკონომიკაში სოლიდურ ინვესტიციებს ახორციელებს.რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა, 2021 წელს  €10.4 მლრდ-ის დაფინანსება გამოყო, აქედან მნიშვნელოვანი წილი, მთლიანი თანხის 51% კი მწვანე ეკონომიკის დაფინანსებისკენ მიმართა. მთლიანობაში ეს თანხა რეკორდულია და €5.4 მლრდ-ს აღწევს, კერძო სექტორის წილი კი წლიურ ინვესტიციებში 76%-მდეა გაზრდილი.EBRD-ის პრეზიდენტი, ოდილ რენო-ბასო განმარტავს, რომ ბანკი კვლავაც აგრძელებს კორონა ვირუსის პანდემიით მიყენებული ზიანის გათვალისწინებით კერძო სექტორის ეკონომიკურ გამოცოცხლებას."ამასთან, მწვანე ეკონომიკის მიმართულებით ვაგრძელებთ აღებული ვალდებულებების შესრულებას, რომელიც დეკარბონიზაციას და უფრო მდგრად მომავალზე გადასვლას გულისხსმობს. ორიენტირებულები ვართ ამ პროცესში კერძო სექტორის აქტიურად ჩართვაზე და კლიმატის ცვლილებების დაძლევაზე“,- განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა.ცნობისთვის, მწვანე ეკონომიკის მიმართულებით გამოყოფილი თანხები 2020 წელს მთლიანი დაფინანსების, €11 მილიარდის, 29% იყო.

1642506400

ევროკავშირს რეგულაცია
საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია

ევროკომისიის EU 2022/34 რეგულაციით, საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად გატარდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით არაერთი ღონისძიება, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მომზადდა.სამინისტრო დასძენს, რომ საქართველოში ლოკოკინების წარმოების განვითარების ხელშემწყობი არაერთი პროექტი განხორციელდა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ჯამში, ლოკოკინას წარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებით 10 მლნ ლარზე მეტი 38 სესხია გაცემული, სოფლის განვითარების სააგენტოს გაცემულმა თანადაფინანსებამ 824 000 ლარზე მეტი შეადგინა.შეგახსენებთ, რომ ამ რეგულაციის ფონზე ლოკოკინების მწარმოებელი კომპანია Nadi Group-ი მიმდინარე წლის სექტემბრიდან პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას გეგმავს.კომპანია 300 ტონამდე ლოკოკინას გატანას ძირითადად საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში აპირებს. საექსპორტო მიმართულებებს შორის განიხილება ინგლისიც.

1642521388