
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება რეპრესიებს ახლა უკვე დიდ ბიზნესზეც ავრცელებს.„აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების შემდეგ, ახლა დაპატიმრებები დიდი ბიზნესისკენ გადადის! დღევანდელი უახლესი შემთხვევა გიორგი რამიშვილია - ერთ-ერთი ძირითადი ინტერნეტქსელის მფლობელი, Euronews Georgia-ს დამფუძნებელი და დონალდ ტრამპის ყოფილი ბიზნესპარტნიორი!“ - წერს ზურაბიშვილი X-ზე.ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა არაერთი კომპანიის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი 6 ივლისს დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გიორგი რამიშვილს აეროპორტში ხელბარგის სკანერით შემოწმებისას აღმოუჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი.
1751869518
1751795880
იმპორტირებული საზამთროს 94% ირანულია - სად ვყიდულობთ ნესვსსაქართველოში იმპორტირებული საზამთროს 94% ირანულია. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მაისში 1.068 მლნ დოლარის ღირებულების 3 509 ტონა ახალი საზამთრი შემოვიდა, აქედან 1.004 მლნ დოლარის ირანიდან.რაც შეეხება ნესვს, აქ მთავარი იმპორტიორი თურქეთია. უფრო კონკრეტულად, წელს 5 თვეში ქვეყანაში შემოვიდა 95.8 ათასი დოლარის ღირებულების 237.7 ტონა ნესვი, აქედან 59 ათასი დოლარის თურქეთიდან.ქვეყნები, სადაც საქართველო საზამთრო იყიდა (2025 წლის იანვარ-მაისი): ირანი - 1.004 მლნ დოლარის 3 309 ტონა თურქეთი - 59.1 ათასი დოლარის 196.3 ტონა ნიდერლანდები - 5.3 ათასი დოლარის 2.8 ტონა ქვეყნები, სადაც საქართველო ნესვი იყიდა (2025 წლის იანვარ-მაისი): თურქეთი - 59 ათასი დოლარის 114.2 ტონა ირანი - 26.5 ათასი დოლარის 117.7 ტონა ნიდერლანდები - 10.3 ათასი დოლარის 5.7 ტონა აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საზამთროს იმპორტში თურქეთის და ირანის წილი თითქმის თანაბარი იყო, ნესვის შემთხვევაში კი გასულ წელსაც მთავარი იმპორტიორი მეზობელი თურქეთი იყო.
1751794305
ფასი 21 ლარიდან იწყება და 37 ლარსაც კი აღწევს - საიდან შემოდის ლეღვი საქართველოშისაქართველოში ლეღვის იმპორტი თითქმის 13%-ით გაიზარდა - აღნიშნულის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.კერძოდ, 2025 წლის იანვარ-მაისში იმპორტირებულია 185 000 დოლარის ღირებულების 29.8 ტონა ლეღვი. ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში იმპორტზე შემოვიდა 2.3 ტონა ლეღვი, რომლის ღირებულებამაც 14 200 დოლარი შეადგინა.აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს 1 კგ. ლეღვის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 6.17 დოლარი იყო, წელს კი ღირებულება მცირედით გაიზარდა და 6.2 დოლარს მიაღწია.საქართველოში ლეღვის 63% თურქეთიდან შემოდისამავე მონაცემების მიხედვით, წელს იანვარ-მაისში ლეღვის იმპორტში უდიდესი წილი თურქეთზე მოდიოდა და 63%-ს უტოლდებოდა. უფრო კონკრეტულად, საქართველო წელს ლეღვს შემდეგი ქვეყნებიდან ყიდულობს: თურქეთი - 18.7 ტონა (147 500 აშშ დოლარის); ავღანეთი - 6.5 ტონა (15 300 აშშ დოლარის); ესპანეთი - 4.4 ტონა (20 400 აშშ დოლარის); გერმანია - 100 კგ (1 500 აშშ დოლარის); ესპანეთი - 100 კგ (400 აშშ დოლარის). „ბიზნესპრესნიუსმა“ სხვადასხვა მარკეტში ლეღვის ფასები გადაამოწმა. ინფორმაციისთვის, 1 კგ. ლეღვის ფასი სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელში წელს სახეობის მიხედვით 21 ლარიდან იწყება და 37 ლარსაც კი აჭარბებს. უბნის მარკეტების შემთხვევაში კი ცალობით გასაყიდად გამოტანილ ლეღვსაც კი შეხვდებით, სადაც თითო ლეღვის ფასი 50 თეთრიდან იწყება და 1.1 ლარსაც აღწევს.
1751782620
ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭახევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.ცნობისთვის, „ნაჭრელას“ ხევსურები ნაქარგს უწოდებენ. ეს არის სხვადასხვა ორნამენტებისა და ფერების ჰარმონიული შერწყმა, რომელიც ჯვრული ტექნიკის გამოყენებით სრულდება.„ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.„ნაჭრელა“ ხევსურეთის მთებში დაბადებული მრავალგვარი და მრავალსახა ორნამენტებით შექმნილი და დასრულებული კომპოზიციაა, რომელიც სამოსისა და აქსესუარების მთავარ მახასიათებლად მიიჩნეოდა.ხევსურეთის ეთნოგრაფიულ სინამდვილეში „ნაჭრელა“ გვხვდება ხეზე, ლითონზე, ძვალსა და ქვაზეც.„ნაჭრელას“ ხევსურები ნაქარგ სახეს უწოდებენ. ეს, საუკუნეების წიაღიდან, დღემდე შემონახული ულამაზესი ორნამენტებისა და ფერების ჰარმონიული შერწყმაა, რომელიც ჯვრული ტექნიკის გამოყენებით სრულდება.ტრადიციულად, დედიდან შვილზე გადაცემული „ნაჭრელას“ ქარგვის საუკუნოვანი ტრადიცია, როგორც ამ ოსტატთა იდენტობის მნიშვნელოვანი მახასიათებელი, დღესაც ცოცხალია“, - აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები

"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესს აბსოლუტური თავისუფლება აქვს, რაც მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახება.„ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს პირველ რიგში არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის სათანადო ეკონომიკური გარემო, საგადასახადო სისტემა, რაც არის მორგებული ეკონომიკური ზრდის ინტერესებზე. ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი და იქ, სადაც ბიზნესი თავისუფალია, რა თქმა უნდა, მეტია ზრდის შესაძლებლობა, ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკის განვითარებაზე და ეს არის სწორი მენეჯმენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.კობახიძე ასევე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი პროგნოზები ვერ გამართლდა:„ჩვენს ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ჩვენ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია ქვეყანაში, მაშინ, როდესაც გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი ამ კუთხით. ისინი აცხადებდნენ, რომ ლარის კურსი მარტში მიაღწევდა 3,1-ს, და ჩვენ სტაბილურად ვინარჩუნებთ ლარის კურსს 2,72-ის ფარგლებში. ეკონომიკურ ზრდაზე ამბობდნენ, რომ გვექნებოდა მინუსი და აქამდე მაჩვენებელი არის 9,8%“ - განაცხადა "იმედის" ეთერში.მისი თქმით, კრიტიკული შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე რეალობას ვერ შეცვლის და „ამ კამპანიებმა თავისი შედეგი ვერ გამოიღო“.
ბიზნესი • 1751870097

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება რეპრესიებს ახლა უკვე დიდ ბიზნესზეც ავრცელებს.„აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების შემდეგ, ახლა დაპატიმრებები დიდი ბიზნესისკენ გადადის! დღევანდელი უახლესი შემთხვევა გიორგი რამიშვილია - ერთ-ერთი ძირითადი ინტერნეტქსელის მფლობელი, Euronews Georgia-ს დამფუძნებელი და დონალდ ტრამპის ყოფილი ბიზნესპარტნიორი!“ - წერს ზურაბიშვილი X-ზე.ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა არაერთი კომპანიის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი 6 ივლისს დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გიორგი რამიშვილს აეროპორტში ხელბარგის სკანერით შემოწმებისას აღმოუჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი.
საზოგადოება • 1751869518

2025 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული იყო აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული 1 038 კომპანია - შესაბამისი მონაცემები „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოაწოდა.აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდისთვის რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტებიდან აქტიური სტატუსი მხოლოდ 137 კომპანიას ჰქონდა.ამასთანავე, გასულ წელთან შედარებით აზარტული თამაშებით დაკავებული აქტიური კომპანიების რაოდენობა ერთით, 2023 წელთან შედარებით კი ოთხით არის შემცირებული.უფრო კონკრეტულად, 2020-2025 წლებში აზარტული თამაშებით დაკავებული რეგისტრირებული და აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა ასეთი იყო: 2020 წელი - 984 რეგისტრირებული კომპანია (126 აქტიური); 2021 წელი - 1 014 რეგისტრირებული კომპანია (აქტიური - 116); 2022 წელი - 1 035 რეგისტრირებული კომპანია (აქტიური - 126); 2023 წელი - 1 045 რეგისტრირებული კომპანია (აქტიური - 141); 2024 წელი - 1 042 რეგისტრირებული კომპანია (აქტიური - 138); 2025 წლის 1-ელი იანვრის მოცემულობით - 1 038 რეგისტრირებული კომპანია (აქტიური - 137). გარდა ამისა, საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ გამოგზავნილი მონაცემების მიხედვით, 2024 წელს (წინასწარი მონაცემებით) იმ აზარტული თამაშებით დაკავებული კომპანიების ხუთეული, რომელთა ბრუნვაც ყველაზე მეტი იყო, ასე გამოიყურება: შპს „ლიდერ-ბეთ სლოტი“; შპს „ევროპაბეთი“; შპს „მარსი“; შპს „ავიატორ“; შპს „ფულ ჰაუსი“. შენიშვნა: კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით
ბიზნესი • 1751869500

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, სავარაუდოდ თვითმკვლელობა სცადა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით საგარეჯოში მოხდა. ადგილზე შსს-ს სამსახურები არიან მობილიზებულები. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული."2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული", - ნათქვამია განცხადებაში.გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში, ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა და შემთხვევაც იქ მოხდა. ალექსი ახვლედიანი ამჟამად საგარეჯოს პოლიციაში გამოკითხვაზე ჰყავთ. თორნიკე რიჟვაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. ამჟამად მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. მედიის ინფორმაციითვე, საგარეჯოში იმყოფებოდა შს მინისტრი გელა გელაძეც.სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას ითვალისწინებს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.სსკ-ის 238-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, გლუვლულიანი სანადირო თოფის) დაუდევრად შენახვას ითვალისწინებს, რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
საზოგადოება • 1751869309

ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა არაერთი კომპანიის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დააკავეს.ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა, რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.შსს-ის პრესცენტრის თანახმად, ის დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, - ეს ბრალდება გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება-დამზადებას.ბრალდება ორ წლამდე პატიმრობას, ჯარიმას ან ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს.განახლება: შსს-მ დააზუსტა, რომ „გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“. ეს მუხლები გულისხმობს: ცეცხლსასროლი იარაღის [გარდა სანადირო ან სპორტული იარაღის], საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას – ისჯება სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება, – ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.
ბიზნესი • 1751867640

7 ივნისს საქართველოში ჰაერის მასების გადაადგილება აღმოსავლეთიდან ამინდის ცვალებადობას განსაზღვრავს – მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები, ელჭექი და სეტყვა აღმოსავლეთ რეგიონებშიამინდი საქართველოში ამიერკავკასიის აღმოსავლეთიდან შემომავალი ჰაერის მასებით იქნება განპირობებული, რაც დროგამოშვებით ღრუბლიანობის ზრდასა და ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექებს მოასწავებს.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ივლისს მოსალოდნელი ამინდი ასეთია:სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +28°.ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +29°.ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +31°.ზუგდიდი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +29°.ანაკლია: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +29°.ოზურგეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.ონი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +25°.გორი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.ცხინვალი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +29°.თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +29°.მარნეული: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.რუსთავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.ახალციხე: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +28°.ბორჯომი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +28°.ბაკურიანი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +23°.სტეფანწმინდა: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +16°.თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +26°.
სხვადასხვა • 1751867400